ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტი წერს, რომ უკრაინაში წარუმატებლობის ფონზე, კრემლი იღებს ზომებს, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ცენტრალური ხელმძღვანელობისდან მოსახლეობის კრიტიკის გადასატანად.
2022 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი რუსეთის რეგიონებში "უსაფრთხოების ზომების შემუშავებას" გაუწევს კოორდინაციას.
"ეს ნაბიჯი სავარაუდოდ დააახლოებს გუბერნატორებს რუსეთის ცენტრალურ ეროვნულ უსაფრთხოების სისტემასთან. ეს არის კიდევ ერთი ორგანიზაციული ღონისძიება იმ სირთულეების ფონზე, რომელსაც რუსეთი განიცდის უკრაინის წინააღმდეგ ომში."- წერს დაზვერვა.
დაზვერვა ამბობს, რომ რეგიონული ოფიციალური პირების უფრო აქტიური ჩართულობა მიზნად ისახავს საზოგადოების კრიტიკის გადატანას ქვეყნის ცენტრალური ხელმძღვანელობის ქმედებებიდან.
"კრემლს მსგავსი მიდგომა Covid-19 პანდემიის დროსაც ჰქონდა. მაგრამ ამ მიდგომით მისთვის უფრო რთული იქნება რუსული საზოგადოების დაცვა უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" შედეგებისგან."- აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine - 27 October 2022
Find out more about the UK government's response: https://t.co/PNwzvPXnTE
#StandWithUkraine pic.twitter.com/OZfoBTEdyJ